პროექტირება

www.alternativa.ge

პროექტირება და მშენებლობა ერთ ჭერ ქვეშ

ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია „აი სი ემ ჯი“ -ს და მისი შვილობილი, სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების, საკონსულტაციო, საპროექტო კომპანია „ალტერნატივას“ ალიანსი,რომელიც  შესაბამისი მიმართულებით მომუშავე, ყველა პროფესიონალი სპეციალისტების ცოდნას აერთიანებს, უზრუნველყოფს, თქვენი პროექტის დადგენილ ვადებში, წარმატებით დასრულებას.


“ეს ჩემი პროექტია”

წინასაპროექტო კვლევა

საძირკვლის სიძლიერე ზუსტ კონცეფციაშია

ჩვენ არ ვართ ტენდენციურები. განიხილეთ  თქვენი იდეები და სამომავლო გეგმები ჩვენთან ერთად. არავინ იცის თქვენი შენობის საოპერაციო და ტექნიკური მოთხოვნები იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ. მოწოდებული ინფორმაციით,  ჩვენ შევიმუშავებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტას თქვენი  შენობის, სამშენებლო იდეის რეალიზაციისთვის.

პროექტის ზუსტი კონცეპტუალური მოდელის შესაქმნელად საჭიროა სწორი იდეა მართული პროფესიონალების ძალისხმევით. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც საკუთარ, ასევე თქვენს კონტრაქტორ არქიტექტორებთან ერთად.

წინასაპროექტო კვლევის დასაგეგმად, საჭიროა დამკვეთის საჭიროებების და შესაძლებლობების ზუსტი შეფასება. ჩვენი გუნდი პირველ რიგში გაცნობითი საუბრის დროს, უფასო კონსულტაციის ფორმატში, ქმნის არსებული სიტუაციის პროფილს, სადაც განისაზღვრება თქვენი სურვილების და იდეების რეალიზაციისთვის საჭირო სამოქმედო გზები და ჩვენი შემდგომი წინასაპროექტო კვლევის  ღირებულება.

სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება

“თქვენ გაქვთ მოთხოვნები, ჩვენ სწორი გადაწყვეტილებები”

წინასაპროექტო კვლევის და საკონსულტაციო მომსახურების წარმატებით დასრულების შემდეგ, მიზანი ზუსტად არის განსაზღვრული. შესაძლებელია დამკვეთთან შეთანხმებული, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება.

ფიქსირებული ფასი, ფიქსირებული თარიღი

კომპანია სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პერიდში სრულად ეყრდნობა წინასაპროექტო კვლევის დროს მოპოვებულ და დამკვეთთან შეთანხმებულ ინფორმაციას.„ალტერნატივა“,  როგორც კომპეტენტური პარტნიორი, სრულ პასუხისმგებლობას იღებს სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების სისწორეზე და დროულ  წარდგენაზე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანობში.

კომპანია ზუსტად განსაზღვრავს მასზე დაკისრებულ შესასრულებელი სამუშაოების და საექსპერტო მომსახურებების ღირებულებასა და ხარნგრძლივობას.

ადმინისტრაციულ ორგანოებთან მშენებლობის ნებართვის  გაცემის პროცესსში, მიმდინარე ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, კომპანიის მიერ განხორციელდება ფიქსირებული ფასის ფარგლებში, გარდა იმ კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნებისა, რომელიც უშუალოდ შედის  დამკვეთის კომპეტენციაში.

*მშენებლობის  ნებართვის მიღების თარიღი დამოკიდებულია პროექტის ლოკაციაზე ,ინდივიდუალურ თვისებებზე, რომლებიც სირთულის მიხედვით  რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით.

მუშა პროექტი

“გუნდური თამაში – კომუნიკაცია მეტი ეკონომიისთვის”

გუნდური სული მოითხოვს ეფექტურობას. ეს წესი მოქმედებს ბიზნესშიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მხარეები სწავლობენ ერთმანეთთან სწორი კონუმუნიკაციის გზებს.

ამ ეტაპზე, არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების დეტალური განხილვის შემდეგ, უკვე შესაძლებელია დამკვეთთან შეთანხმებით საპროექტო შენობის მშენებლობისთვის საჭირო, მუშა ნახაზების მომზადება, სამშენებლო მასალების დეტალიზაცია და სამშენებლო პროცესის წარმართვის დაგეგმვა.

ხარისხი ოლო დეტალამდე ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი პროექტირების ხარისხი, პირდაპირ აისახება ჩვენი შენობების ხარისხზე. ამ მიზეზით, ყველა სამუშაო, სამშენებლო მასალა და თანმდევი პროცესების დინამიკა,  იგეგმება “ბოლო დეტალამდე”.

ნაბიჯ-ნაბიჯ,  ერთობლივი  მუშაოების შედეგად, მუშა პროექტის დოკუმენტალური ნაწილის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია საპროექტო სამუშაოების ბოლო ნაბიჯის და რეალობად ქცეული დაპირების აღიარება: “ეს ჩემი პროექტია”

ხარისხის მაღალი სტანდარტის მოთხოვნა ეხება, როგორც „ალტერნატივას“ თანამშრომლებსა და ქვეკონტრაქტორებს, ასევე მის პარტნიორ კომპანიებსაც.

თანმხლები კონტროლი

*ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ყოველთვის არის შესაძლებელი, საპროექტო ჯგუფის აქტიური ჩარევა და დამკვეთის მოთხოვნით ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ,კანონმდებლობით დაშვებული საჭირო ცვლილებების განხორციელება.

პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა

“დრო და ხარჯები კონტროლის ქვეშ “

პროექტის მუშა ნახაზების წარმატებით დასრულება, სავარაუდო საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მომზადების  უმთავრესი  წინაპირობაა.  საპროექტო დოკუმენტაიციის ხარისხის მიუხედავად, წინასწარი ხარჯთაღრიცხვა ყოველთვის პროპორციულად აირეკლავს პროექტის გარშემო, მიმდინარე პროცესების დინამიურობას. სამშენებლო მასალების ფასების ცვლა, სამშენებლო ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადები – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებსაც შეუძლიათ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვის სტაბილურობაზე.

ჩვენს მიერ წინასაპროექტო კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაცია, სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური მუშა ნახაზების შედგენა ხელს უწყობს, თქვენი პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვის  მაქსიმალურად სიზუსტით შედგენას. მიუხედავად ამისა, პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს, მხოლოდ საინვესტიციო თანხის განმსაზღვრელ ლოგიკურ ინსტრუმენტს, რომელიც შესაბამისი ფაქტორების ზეგავლენით შესაძლებელია  შემდგომში დაკორექტირდეს.