
კომპანია "აი სი ემ ჯი"
12 წლიანი გამოცდილება
კომპანია „ აი სი ემ ჯი “ 2009 წელს დაარსდა და მოიცავს ინდუსტრიული მშენებლობის სრულ სპექტრს, საპროექტო სამუშაოებიდან –ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.საქმის სწორი აღქმის, ხედვისა და მიდგომის თვალსაზრისით, ჩვენ წარმოვადგენთ სანდო და საიმედო პარტნიორს.ჩვენი კომპანიის დაარსების იდეა და შემდგომში მისი წარმატებით განხორციელება, სწორმა ხედვამ, სრულყოფილებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ და განვითარების ძლიერმა სურვილმა განაპირობა.საერთო სურვილი – გუნდურობა ,ხედვისა და ღირებულებების იდენტურობა , წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, საკმარისი აღმოჩნდა იდეის რეალობად გარდასაქმნელად.
ჩვენი საქმიანობის მანძილზე საქრთველოს მასშტაბით, კომპანიამ სხვადასხვა მოცულობისა თუ პროფილის არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.ახალი, ინოვაციური მიდგომებისა და დარგობრივი სამუშაოების წარმოების 12 წლიანი, წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, პარტნიორებს ვთავაზობთ ინდუსტრიული და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების:
- კონსულტაცია,პროექტირება, მშენებლობას
- საკუთარი სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფას
- საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს
ჩვენი მიზანია
დარგის განვითარება
კომპანია ზრუნავს ინვესტორების, პარტნიორებისა და მომხმარებლების მხრიდან ნდობის შენარჩუნებაზე.ჩვენი მიზანია, შესრულებული სამუშაოების მუდმივი გაუმჯობესება, სწრაფვა განვითარებისაკენ, ჩვენი პარტნიორებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ,სრული სამშენებლო წარმოების მენეჯმენტის ეფექტური მუშაობა და ეს ყველაფერი- საერთაშორისო პროექტების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილი გუნდის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მასალების გამოყენებით.
ეკოლოგია
ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე
ეკოლოგიაზე ზრუნვის მიზნით, ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში, მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ გარემოს დაბინძურების რისკის გამოვლენასა და მის მინიმუმამდე შემცირებაზე, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი პარამეტრია საზოგადოებაზე ზრუნვის კუთხით. ჩვენი კომპანიისთვის, გუნდზე ზრუნვა და სამუშაოს შესრულების უმაღლესი ხარისხი უმნიშვნელოვანესია.მაღალი ხარისხისა და ეფექტური შედეგისთვის კი მუშაობის პროცესში გამოყენებულია უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიები, ამასთანავე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი.
რა შევძელით
კომპანიის ისტორია
2009
დავაარსეთ „ICMG“- და განვახორციელეთ ინვესტირება ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობის დარგში.
2010
დავიწყეთ პოლიმერული იატაკების მოსაწყობი მასალების იმპორტი/ინსტალაცია.
2011
დავიწყეთ PUR სენდვიჩ-პანელების იმპორტი და საინსტალაციო სამუშაოების წარმოება საქართველოში.
2012
დავიწყეთ სამრეწველო დანიშნულების სამშენებლო მასალების იმპორტი საქართველოში.
2013
შევთავაზეთ ინდუსტრიულ სექტორში არსებულ დამკვეთებს, კომპლექსური სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.
2014
განვახორციელეთ სამრეწველო საღებავების იმპორტი და დავიწყეთ სამღებრო სამუშაოების წარმოება.
2015
დავიწყეთ პრეფაბრიცირებული, ასაწყობი ლითონკონსტრუქციების იმპორტი და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.
2016
პირველად განვახორციელეთ ინდუსტრიული, სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების კომპლექსური პროექტირება, მენეჯმენტი და მშენებლობა.
2017
დავიწყეთ სამაცივრე აგრეგატების, კარების, დოკლეველერების იმპორტი და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.
2018
დავაფუძნეთ „ICMG“-ის შვილობილი კომპანია „ALTERNATIVA“, რომელიც სპეციალიზირდება ინდუსტრიული, სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პროექტირებაზე, სამშენებლო წარმოების მენეჯმენტსა და კონსულტირებაზე.
2019
„ICMG“-მ განიცადა ტრანსფორმაცია, ბაზარის მოთხოვნებიდან გამომდინარე და გარდაიქმნა სრულ სამშენებლო-საპროექტო კომპანიად.
პროექტირება და მშენებლობა ერთ სივრცეში
უსაფრთხოება
ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე
მუშაობის პროცესში თანამშრომლების სრული უსაფრთხოება, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მისია – თანამშრომელთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.
- ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ თანამშრომელთა შრომით უფლებებს და მუდმივ რეჟიმში ვუზრუნველვყოფთ მათთვის შრომის პირობების გაუმჯობესებას;
- კომპანიაში 100% -ით დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
- თანამშრომლებისთვის აუცილებელი სწავლება და ტრეინინგები კი ჩვენი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების გასაღებს წარმოადგენს.