იდეიდან, გასაღების გადაცემამდე
სამრეწველო მშენებლობის
მენეჯმენტ ჯგუფი
კომპანია „აი სი ემ ჯი“ მოიცავს ინდუსტრიული მშენებლობის სრულ სპექტრს, საპროექტო სამუშაოებიდან - ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.
ითანამშრომლოთ ჩვენთან
ნიშნავს ენდოთ პროფესიონალებს
„აი სი ემ ჯის“ მიერ აშენებული ყველა შენობა შეესაბამება საკუთარ სამეწარმეო მიზნებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოთხოვნებს და გარემოსდაცვით, ხანძარსაწინააღმდეგო ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენ გთავაზობთ
სამრეწველო შენობების პროექტირება-მშენებლობას
გონივრულად შერჩეული მასალების და მომსახურების ხარისხი, თქვენს ბიზნესზე მორგებული პროექტის საუკეთესო მოდელის განმსაზღვრელია.

რატომ "აი სი ემ ჯი"
პროექტირება და მშენებლობა ერთ სივრცეში
პრეფაბრიცირებული, ანაკრები ლითონკონსტრუქციები
სამრეწველო მშენებლობის მენეჯმენტ ჯგუფი
აშენე გონივრულად
სამშენებლო კომპანია “აი სი ემ ჯი” და მისი შვილობილი საკონსულტაციო საპროექტო კომპანია “ალტერნატივა”, ერთ საოფისე სივრცეში, აერთიანებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების, საინჟინრო კომუნიკაციების და სამრეწველო იატაკების მოწყობის მიმართულებით მომუშავე, ქართველი და უცხოელ სპეციალისტების წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას .
ინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში ჩვენ ვაწარმოებთ ნებისმიერი მოცულობის და სირთულის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს. ხარისხიანი სამშენებლო მასალები, გამოცდილება,საქმის პროფესიული ცოდნა, თანამშრომლების მონდომება და მიმდინარე პროცესების სწორი მენეჯმენტი, ერთობლიობაში, ემსახურება კომპანიის ძირითად მიზანს – ვაშენოთ გონივრულად
სამრეწველო შენობის, მზიდი კონსტრუქციის სწორი დაგეგმარება პირდაპირ აისახება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ფასზე და ხარისხზე. თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით , უმოკლეს ხანში ჩვენი კონსტრუქტორიების და არქიტექტორიების გუნდი დაგიმზადებთ თქვენი შენობის მზიდი კონსტრუქციის ოპტიმალურ მოდელს.
“აი სი ემ ჯი” -მ ქართველ და უცხოელ პარტნიორ კომპანიებთან ერთად უმოკლეს პერიოდში შეძლო საპროექტო სამუშაოების ეფექტურად წარმოებისთვის საჭირო, თანამედროვე,სწრაფი მეთოდოლოგიის შემუშავება. განავითარა სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების ხარისხის, დროისა და ფასის შესაბამისი სხვადასხვა „ალტერნატიული“ კონსტრუქციული მოდელების კლასიფიცირების მექანიზმები.
კომპანიის საიმიჯო
ვიდეო რგოლი
ცალკეული დარგობრივი სამუშაოების წარმოების გამოცდილების საფუძველზე, 2016 წლიდან "აი სი ემ ჯი" გარდაიქმნა ბოლო დეტალამდე დასრულებული, კომერციული შენობების ერთ-ერთ წამყვან სისტემურ მიმწოდებლად საქართველოში. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ საქმის მცოდნე კომპეტენტურ პარტნიორს ინდუსტრიული მშენებლობის ყველა საკითხში.
გალერეა
დასრულებული პროექტები


