პროდუქცია

სამშენებლო მასალების იმპორტი

მიიღეთ ოპტიმალური რეკომენდაციები

„აი სი ემ ჯი“ გთავაზობთ ინდუსტრიული დანიშნულების სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს. იგი მოიცავს სამრეწველო დანიშნულების ნაგებობების, საწყობების, სამეწარმეო შენობების კომერციული და საოფისე ფართების მშენებლობისთვის საჭირო, ძირითად სამშენებლო მასალებს და დამხმარე აქსესუარებს.

მასალების ხარისხი

შენობის ღირებულების განმსაზღვრელია

სამშენებლო მასალების იმპორტის სწორი მენეჯმენტი, სამშენებლო სამუშაოების გრაფიკის დაცვით, წარმოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
„აი სი ემ ჯი“ დაარსების დღიდან აწარმოებს სამრეწველო დანიშნულების სამშენებლო მასალების იმპორტს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. კომპანია წლებია თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან სამშენებლო მასალების მწარმოებლებთან.

როგორც ჩვენ, ისე ჩვენი პარტნიორები, ადგენენ ტენდენციებს. წევრიანდებიან სხვადასხვა ასოციაციაში და გაერთიანებაში, იღებენ სერტიფიკატებს, მონაწილეობენ დარგობრივ სემინარებში, რითაც ამყარებენ კომპანიის სტატუსს, როგორც საუკეთესო პარტნიორისას, ინდუსტრიულ მშენებლობაში.
ჩვენი და ჩვენი პარტნიორი მწარმოებელი კომპანიების უმთავრესი მიზანია, სწორად შერჩეული პროდუქციის, შეთანხმებული გრაფიკით, დათქმულ ვადაში მიწოდება.

ჩვენი შესრულებული პროექტები

მასალების შესყიდვის

სრული გამჭვირვალობა

როგორც მომხმარებლებთან, ასევე მომწოდებლებთან ურთიერთობაში, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია სრული გამჭვირვალობა, პროექტისთვის შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების მქონე, ოპტიმალური პროდუქტის შერჩევა, რომელიც ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

სამშენებლო მასალების შერჩევა შესაძლებელია ჩვენ მიერ შესრულებული პროექტების მონახულებით − მასალების ნიმუშების, პროდუქციის, კატალოგებისა და ფოტომასალების მეშვეობით.