ლითონკონსტრუქციები

Project Description

პრეფაბრიცირებული ლითონკონსტრუქიები

პროექტირება - წარმოება - მოწოდება - მონტაჟი

სამრეწველო შენობის, კონსტრუქციული ნაწილის სწორი დაგეგმარება, პირდაპირ აისახება საპროექტო და სამშენებლო სამუშაეობის ფასზე და ხარისხზე. თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენი ბიზნესის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით ,უმოკლეს ხანში დაგიმზადებთ თქვენი შენობის მზიდი კონსტრუქციის ოპტიმალურ მოდელს.

ლითონკონსტრუქციების საწარმო

ორმოცდაათ წლიანი გამოცდილებით

ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი ლითონკონსტრუქციების მიმართულებით არის Tekmetsan Demir Çelik-ი. კომპანია დაარსდა ქ. ტრაბზონში 1975 წელს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფოკუსირებულია პრეფაბრიცირებული ლითონკონსტრუქციების წარმოებაზე.საწარმოო ფართი, შეადგენს 3300 მ2-ს და აღჭურვილია CNC-კონტროლირებად თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.კომპანიას აქვს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. Tekmetsan Demir Çelik ფლობს ევროპული ხარისხის დამადასტურებელ, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ სერტიფიკატებს.
კომპანია წარმატებით ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

თანამედროვე სამრეწველო შენობები

TÜV Nord- ის სერთიფიკატით

პრეფაბრიცირებული ანაკრები ლითონკონსტრუქციების გამოყენება ყველაზე ეფექტური და გავრცელებული ფორმაა, თანამედროვე სამრეწველო მშნებლობაში.
"აი სი ემ ჯი" წლებია ახორციელებს პრეფაბრიცირებული ლითონკონსტრუქციების იმპორტს თურქეთის ქ.ტრაპზონიდან.კომპანია გთავაზობთ მომსახურების სრულ სერვისს პროექტირებიდან სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ჩათვლით.ჩვენი სამრეწველო შენობები შესაძლებელია იხილოთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

დამკვეთის უპირატესობები

კონსულტაცია

საწარმოო შენობის ტექნიკური პარამეტები და წარმომადგენლობითი ვიზუალური მხარე დაგეგმვის პროცეშივე უნდა იქნას გათვალისიწინებული.ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეკონომიკური, ეკოლოგიური და დარგობრივი სპეციფიკური ასპექტები.
ჩვენი საპროექტო ჯგუფი დაგიმზადებთ, თქვენი შენობის, როგოც კონსტრუქციულ ასევე არქიტექურულ მოდელს. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკუთარ, ასევე თქვენს კონტრაქტორ კონსტრუქტორებთან და არქიტექტორებთან ერთად.

მომსახურების ზოგადი მიმოხილვა

  •   ღირსეული პარტნიორული თანამშრომლობა
  •   საუკეთესო ინჟინრული გადაწყვეტილებები
  •   პროდუქციის და სამშენებლო სამუშაოების მისაღები ფასები
  •   ევროპული ხარისხის პროდუქცია -( Eurocode 3 )
  •   ლითონკონსტრუქციის პროექტის სწრაფი მიწოდება
  •   ოპტიმალურად შერჩეული დეტალების კომბინაცია
  •   კონსტრუქციის ოპტიმალური წონა
  •   პროდუქციის სწრაფი მოწოდება
  •    სამშენებლო სამუშაოების წარმოების სისწრაფე

ნახაზიდან-სამშენებლო მოედნამდე

ზოგადი მიმოხილვა

  არსებული არქიტექტურული პროექტი, ხელს უწყობს პრეფაბრიცირებული ლითონკონსტრუქციის ზუსტი მოდელის შექმნას

  არქიტექტურული პროექტის არ არსებობის შემთხვევაში, გვესაჭიროება ინფორმაცია  შენობის ძირითად პარემეტრებზე ; დანიშნულება, ლოკაცია, სიგრძე, სიგანე,  სიმაღლე, არსებობის შემთხვევაში შენობაში მოსალოდნელი  ტექნოლოგიური პროცესების და დატვირთვების აღწერა და აშ

  პრეფაბრიცირებული ლითონკონსტრუქციის  პროექტი მომზადდება ჩვენი მაღალკვალიფიციური  საინჟინრო ჯგუფის მიერ თანამედროვე
დახვეწილი სტრუქტურული და არქიტექტურული პროგრამების საშუალებით.

  შესაძლებელია სართულშორის გადახურვის და საოფისე ნაწილის არსებულ შენობაში ინტეგრირება. პროექტირების  კრიტერიუმები განისაზღვრება ევროპული (Eurocode-3) სტანდარტების შესაბამისად

 პროექტის მოცულობიდან გამომდინარე პროდუქციის დამზადების და მიწოდების  საშუალო  ხანგრძლივობა შეკვეთის გახსნიდან 1-3 თვე.

100-ზე მეტი მზა, კონსტრუქციული პროექტი

უმოკლესი გზა "თქვენი შენობის" ასარჩევად

პროექტის საბოლოო ღირებულება, როგორც წესი,მხოლოდ საპროექტო სამუშაოების დასრულების და სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადებების შედარების შემდეგ ხდება ცნობილი. შენობის მზიდი კონსტრუქციული ნაწილი პროექტის ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ, შპს „ალტერნატივა“-მ 2019 წლიდან დღემდე ევროკოდის სტანდარტის შესაბამისად ,წინასწარ მოამზადა ასამდე ყველაზე მოთხოვნადი პარამეტრების მქონე სამრეწველო შენობების , როგორც პრეფაბრიცირებული ასაწყობი, ლითონკონსტრუქციების , ისე მონოლითური ფუნდამენტის დეტალური პროექტები.

სამრეწველო შენობების არსებული მრავალფეროვანი მზა კონსტრუქციული პროექტები საშუალებას გვაძლევს წინასაპროექტო კვლევის პირველსავე ეტაპზე მაქსიმალური სიზუსტით განვსაზღვროთ თქვენთვის სასურველი შენობის პირველადი არქიტექტურული იერსახე , სამშენებლო მასალების ზუსტი რაოდენობა და შევადგინოთ პროექტის წინასწარი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.

მზა, კონსტრუქციული პროექტები განთავსებულია ჩვენი შვილობილი კომპანიის  “ალტერნატივა”-ს ვებგვერდზე – www.alternativa.ge

ჩვენი შესრულებული პროექტები

მოთხოვნები ხარისხის მიმართ

ნორმები და სტანდარტები

ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად შეესაბამება CE ევროპულ ნორმებს. წარმოების სისტემა სერთიფიცირებულია EN 1090-2-ით, ყველა შედუღების სამუშაოები ხორციელდება ISO 3834 შესაბამისად. შემდუღებლები ფლობენ EN ISO 9606 შემდუღებლის სერთიფიკატს, რომელიც პერიოდულად მოწმდება და განიცდის მუდმივ განახლებას. შედუღების ყველა პროცესი ხორციელდება EN ISO 15609 სტანდარტის მიხედვით.

ჩვენი სერთიფიკატები

     

 

   

tekmetsan