სენდვიჩპანელები

Project Description

სენდვიჩპანელები

სახურავის -კედლის-სამაცივრე სედვიჩპანელები

თურქული კომპანია Teknopanel- ის სერთიფიცირებული სენდვიჩპანელების სახით, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და რომელთა მიზანია დაიცვან თქვენი შენობა და წარმატებული ბიზნესსაქმიანობა. წარმოდგენილი პროდუქცია სრულად შეესაბამება ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს და სახანძრო სამსახურის მიერ მოთხოვნილ გარანტიებს და ნორმებს.

კომპანია Teknopanel

N 1 მწარმოებელი თურქეთის ბაზარზე

თურქული სენდვიჩპანელების მწარმოებელი კომპანია Teknopanel- ი , დაარსდა 2005 წელს. თხუთმეტწლიანი გამოცდილებით, ინოვაციური პროდუქციის წამოების მაღალი სტანდარტით და სწორი მენეჯმენტით, Teknopanel- ი მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარზე, ერთ -ერთ მთავარ, სტაბილურ და ხარისხიანი სამშენებლო მასალების მიმწოდებელ მოთამაშედ გადაიქცა.კომპანიამ დაადგინა თავისი ხარისხის პოლიტიკა, როგორც მსოფლიო კლასის საწარმო , რომელიც დღეს საპატიო ადგილს იკავებს, როგორც თურქეთის 500 ტოპ საწარმოს, ისე ევროპის წამყვან მწარმოებლებს შორის. კომპანია აწამოებს ექსპორტს აზიის, ევროპის,აფრიკის, და ამერიკის 89 ქვეყანაში და ფლობს მაღალი სტანდარტების ოთხ საწარმოს მერსინში იზმირში საქარიასა და სტამბულში საერთო საწარმოო ფართით 123 000 მ2. წარმოების წლიური კაპაციტეტი 13 500 000 მ2. Teknopanel A.Ş.– ს ყველა საქმიანობა გარანტირებულია TSE EN ISO 9001.

სენდვიჩპანელების გამოყენება

პროდუქტის ძირითადი უპირატესობები

PUR ( პოლიურეთანი)-ის PIR (პოლიიზოციანურატი) -ს საკედლე, გადახურვის და სამაცივრე სენდვიჩპანელების ძირითად დანიშნულებას, შენობის ხანძარსაწინააღმდეგო და თბოიზოლაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 3 შრიანი სედვიჩ პანელი ( შიდა და გარე ლითონის ფურცელი, და საიზოლაციო შიგთავსი)ასევე, უზრუნველყოფს შენობის აკუსტიკურ და ჰიდრო იზოლაციას.
სენდვიჩ პანელი არის გამძლე სტრუქტურის მქონე ,მსუბუქი და პრაქტიკული სამშენებლო მასალა.სამონტაჟო სამუშაოების მარტივი და სწრაფი წარმოება, პროდუქციის მოდელების მრავალფეროვნება , შენობის ექსტერირერის და ინტერიერის ესთეტიკური მხარე და მასალის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

სახურავის პანელები

3-5 Ribs Roof Panel / 3-5 Ribs Secret Fix Roof Panel

სახურავი, შენობის არქიტექტურის და შენობაში  მიმდინარე პროცესების უსაფრთხოდ ფუნქციონირების  ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.
ჩვენს მიერ  შემოთავაზებული  მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიების მიერ სერთიფიცირებული ,სხვადა სხვა მოდელის PIR შემავსებლით, გადახურვის პანელები  ცეცლმედეგობის კლასი  (B s1 d0),  სრულ თანხვედრაშია  საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებულ, შენობის  ხანძარსაწინააღმდეგო  მოთხოვნების სტანდარტებთან. სტანდარტული ფერები  RAL 9002 , 9006 / ლითონის ფურცლის დაფარვის  არჩევანი  პოლიესტერი- (Polyester 25 μ ) , პოლივინილიდენფტორიდი (PVDF 25 μ), პლასტიზოლიპოლივინილქლორიდი დრეკადობის მიმნიჭებელი დანამატებით PVC (P) – სისქე: 100/200 μ
გადახურვის პანელების სრული კატალოგი

კედლის პანელები

Standard / Microlined / Deep Lined - Standard &Secret Fix PIR Wall Panels

სახურავი, შენობის არქიტექტურის და შენობაში  მიმდინარე პროცესების უსაფრთხოდ Teknopanel– ის მიერ წარმოებული კედლის პანელები გამოირჩევიან არა მარტო მაღალი ენერგოეფექტურობით,არამედ  ზედაპირის დახვეწილი, მრავალფეროვანი სტრუქტურით და შესანიშნავი ვიზუალით. ეს თვისებები საბოლოოდ შენობის,როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის კომფორტული და საიმედო გარემოს ძირითადი განმსაზღვრელია. სხვადა სხვა მოდელის PIR შემავსებლით, კედლის პანელები,  ცეცლმედეგობის კლასი  (B s1 d0), ხანძარმედეგობის დრო E 60 (60 წუთი), სრულ თანხვედრაშია  საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებულ, შენობის  ხანძარსაწინააღმდეგო  მოთხოვნების სტანდარტებთან. ფერები სტანდარტული  RAL 9002 , 9006 / ლითონის ფურცლის დაფარვის  არჩევანი  პოლიესტერი- (Polyester 25 μ ) , პოლივინილიდენფტორიდი (PVDF 25 μ), პლასტიზოლიპოლივინილქლორიდი დრეკადობის მიმნიჭებელი დანამატებით PVC (P) – სისქე: 100/200 μ

მიწოდება ხორციელდება პროექტის პარამეტრების შესაბამისი ზომების ზედმიწევნით დაცვით
კედლის  პანელების სრული კატალოგი 

სამაცივრე პანელები

Teknopanel Cold Storage Sandwich Panels

Teknopanel- ის სამაცივრე  სენდვიჩ პანელების (Teknopanel Cold Storage Sandwich Panels ) გამოყენებით, პანელების  შეერთების სპეციალური კვანძის  წყალობით და სხვა  პროდუქტის ძირითადი  მახასიათებლების გათვალისიწინებით , თქვენ უზრუნველყოფთ, სამაცივრე სათავსოების  საუკეთესო თბოიზოლაციას  და გააკონტროლებთ სათავსოში მიმდინარე შესაბამის გაგრილების  პროცესებს,რაც საბოლოოდ აისახება სამაცივრე სათავსოს ენერგო ეფექტურობაზე.სამაცივრე პანელებს აქვთ მცირე გოფრირებული  ან ბრტყელი ზედაპირი , ასევე იწარმოება უჟანგავი ფოლადის და PVC ფილმის ლამინირებული ზედაპირის მოდელები. PIR შემავსებლით, კედლის პანელები  ცეცლმედეგობის კლასი  (B s1 d0), ხანძარმედეგობის დრო E 60 (60 წუთი), სრულ თანხვედრაშია  საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათავალისწინებულ, შენობის  ხანძარსაწინააღმდეგო  მოთხოვნების სტანდარტებთან.

მიწოდება ხორციელდება პროექტის პარამეტრების შესაბამისი ზომების ზედმიწევნით დაცვით
სამაცივრე  პანელების სრული კატალოგი

სამაცივრე სისტემები

საერთაშორისო სტანდარტის

ხარისხის სერთიფიკატები

თითოეული ხარისხის სერთიფიკატი, რომელიც კომპანია Teknopanel- ს  გადაეცემა გახლავთ მაჩვენებელი პატივისცემისა და დასაფასებისა საკუთარი ბიზნესის მიმართ. ამიტომაც, კომპანია ყოველდღიურად ცდილობს დაამატოს  და განაახლოს ხარისხის სერთიფიკატების რაოდენობა და სტანდარტები.

თურქული სტანდარტების TSE შესაბამისობის სერთიფიკატი
აღნიშნული სერთიფიკატი მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიების პროდუქციას მოპოვებული აქვს საწარმოო კომპეტენციის სერთიფიკატის უფლებამოსილება, რომელიც შეესაბამება თურქული სტანდარტის შესაბამის ნორმებს.

CE ევროგაერთიანების სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის სერთიფიკატი)აღნიშნული სერთიფიკატი მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი ან პროდუქტების ჯგუფი შეესაბამება ევროკავშირის მიერ დაწესებულ .. „პროდუქტის დირექტივებისძირითადი მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულია ჯანმრთელობის დაცვაზე, უსაფრთხოებაზე , გარემოს დაცვაზე და გამოყენებაზე.

ISO 9001 ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატი
აღნიშნული სერთიფიკატი ადასტურებს, რომ შეესაბამისი დაწესებულება ახორციელებს თავისი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებას საერთაშორისო დონეზე აღიარებული მართვის სისტემის ( მენეჯმენტის სისტემის) შესავამისობაში და რომ გააჩნია გარანტია.

FM სტანდარტი
ტექნოპანელის პროდუქტები დამზადებულია FM დადასტურებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.მსოფლიოში ცნობილი და აღიარები FM  დადასტურებული სერთიფიკატი არწმუნებს მომხმარებელს იმაში, რომ პროდუქტი ან მომსახურება გახლავთ უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად ტესტირება გავლილი.

კომპანიის სერთიფიკატების სრული ჩამონათვალი  ჩამოთვირთვა

კომპანია "Teknopanel"-ის პრეზენტაცია

სახურავის პანელების ინსტალაცია

კედილის პანელების ინსტალაცია

კედლის პანელების ინსტალაცია